
კანადის კარლტონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგებმა აჩვენეს, რომ უფრო გამოხატული ფსიქოპათიური პიროვნული თვისებების მქონე მამაკაცები ავლენენ უკეთეს უნარს, გარკვეული ხასიათის თვისებების იმიტაცია განახორციელონ, რათა უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდნენ ქალებისთვის. მეცნიერთა კვლევა ჟურნალ Evolutionary Psychological Science-ში გამოქვეყნდა.
ფსიქოპათიური პიროვნული თვისებები არის პიროვნული მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც დაკავშირებულია სხვისი უფლებებისა და გრძნობების უგულებელყოფასთან, თანაგრძნობის ნაკლებობასთან და იმპულსურობისა და აგრესიულობისკენ მიდრეკილებასთან. გამოხატული ფსიქოპათიური პიროვნული თვისებების მქონე ადამიანები ასევე არიან გულგრილები, ცივი და ინდეფერენტულები სხვების ტანჯვის მიმართ.
ამასთან, ფსიქოპათებს აქვთ უნარი ოსტატურად აჩვენონ, რომ არიან ემპათიური, კეთილი და სოციალურად აქტიური ადამიანები და თავიდან აიცილონ სხვების მიერ მათი ანტისოციალური ბუნების გამოვლენა.
ნაშრომის ავტორების სურვილი იყო დადასტურება ან უარყოფა იმ ჰიპოთეზისა, რომ მამრობითი სქესის ფსიქოპათებს შეულიათ უფრო მეტად მოახდინონ პროსოციალური იმიტაცია (და შესაბამისად პოზიტიური) პიროვნული თვისებების გაცნობის კონტექსტში.
კვლევაში 164 მამაკაცი მონაწილეობდა.
0
0