
ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საგარეჯოს ტრაგედიას გამოეხმაურა და საქართველოში,იარაღის ფლობის ლეგალიზებაზე ამახვილებს ყურადღებას:
"ტრაგედია კი არა ჯოჯოხეთია!
თვითგამოცხადებული ექსპერტები ახლა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე აპელირებით, კარგს არაფერს აკეთებთ და კიდევ უფრო ხელს უწყობთ ამ საკითხის სტიგმატიზაციას. გამოძიებას!
აქვე, "გირჩის" მიერ იარაღის ფლობის ლეგალიზებაზე მორიგ დისკუსია ჩანასახშივე უნდა დასამარდეს! იმედია, ეს საშინელება ამ გაკვეთილს მაინც გვასწავლის!
ვუსამძიმრებ მთელ ქვეყანას და მათ ოჯახებს ამ საზარელ ტრაგედიას", - წერს ფხაკაძე.
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. თავად თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 49 წლის ნოდარ ათუაშვილი არის. შსს-ს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
0
0