
ალექსეი ნავალნი რუს ხალხს მიმართავს. ის მოუწოდებს მოსახლეობას, რომ არ შეუშინდნენ პუტინის რეჟიმს და ქუჩებში გამოვიდნენ უკრაინის ომის წინააღმდეგ.
ამასთან, ალექსეი ნავალნი ამბობს, რომ დღეს ბირთვული ომის დაწყების რეალური საფრთხე დგას.
„ჩვენ, რუსებს გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ერი, მაგრამ ახლა მეეჭვება, რომ არავინ ფიქრობს ასე და არც არავინ დაგვიძახებს მშვიდობის მოყვარულ ერს. მოდით, ნუ გავხდებით შეშინებული ერი, ნუ გავხდებით მშიშარები, ნუ მივესალმებით აგრესიულ ომს, რომელიც პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა.
არ შემიძლია, არ მინდა და არც გავჩუმდები. ვერ ვუყურებ როგორ იქცა 100 წლის წინანდელ მოვლენებთან დაკავშირებული ფსევდოისტორიული სისულელეები რუსებისთვის უკრაინელების მოკვლის საბაბი. 21-ე საუკუნეში ჩვენ ვუყურებთ ტანკებს, დაბომბილ სახლებს, დაღუპულ ადამიანებს. ჩვენ ბირთვული ომის დაწყების რეალური საფრთხის წინაშე ვდგავართ.
მე ვარ სსრკ-დან. მე იქ დავიბადე და მთავარი ფრაზა იქიდან - ჩემი ბავშვობიდან არის „ბრძოლა მშვიდობისთვის“. მოვუწოდებ ყველას გამოვიდნენ ქუჩებში და იბრძოლონ მშვიდობისთვის. პუტინი არ არის რუსეთი. თუკი ახლა რუსეთში არის რამე, რითაც ყველაზე მეტად შეგვიძლია ვიამაყოთ, ეს არის 6835 ადამიანი, რომელიც დააკავეს, რადგან ყოველგვარი მიმართვის გარეშე გამოვიდნენ ქუჩებში „არა ომს“ პლაკატებით.
ერთ დღესაც ვერ დავიცდი, მიუხედავად იმისა თუ სად ვიქნები ტერიტორიულად. რუსეთში, ბელარუსში, გნებავთ პლანეტის მეორე მხარეს, წადით თქვენი ქალაქის მთავარ მოედანზე სამუშაო საათების დასრულების შემდეგ და შაბათ-კვირას 14:00 საათზე.
მოაწყვეთ მსვლელობები შაბათ-კვირას. უნდა გამოხვიდეთ და მოითხოვოთ ომის დასრულება. თითოეული დაკავებული აქტივისტის შემდეგ კიდევ უფრო მეტად უნდა გამოვიდეს ხალხი ქუჩებში. ყველაფერს თავისი ფასი აქვს. ახლა, 2022 წლის გაზაფხულზე, ჩვენ უნდა გადავიხადოთ ეს ფასი. უნდა ვიყოთ ომის წინააღმდეგ“, - წერს ინსტაგრამზე ნავალნი.
0
0