14/02/2023
14:34
მსოფლიო
ვიდეოს რამდენიმე მონაწილეს, რომელშიც ნაჩვენებია, თუ როგორ ჩუქნიან ბეწვის ქურქებს დონბასში მებრძოლი ჯარისკაცების ქვრივებს, არაფერი აქვთ საერთო ფრონტზე დაღუპულებთან და შესაბამისად, საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორებმა საჩუქრები მათ მაშინვე წაართვეს, - ამის შესახებ The Insider ვიდეოში გადაღებულ ქალებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ ისინი ჟურნალისტებთან საუბარს მხოლოდ ანონიმურობის დაცვის პირობით დათანხმდნენ.
ერთ-ერთმა ქალმა განაცხადა, რომ გადაღებებზე, გარდა ნამდვილი ქვრივებისა, დაქირავებულებიც იყვნენ, მათ შორის, თავადაც.
The Insider-ის თანამოსაუბრის თქმით, მათ უბრალოდ კამერის წინ პოზირება სთხოვეს და სანაცვლოდ ბეწვის ქურთუკს დაჰპირდნენ.
აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ თქვა, რომ მოგვიანებით მას დაურეკეს სალონიდან, რომელმაც ბეწვის ქურქები მიაწოდა და ბოდიში მოიხადა მომხდარისთვის.
The Insider-ის ცნობით, გადაღებებს ხელმძღვანელობდნენ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის ყოფილი მინისტრის თანაშემწე.
0
0