24/02/2023
15:01
ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა პროექტის „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საკითხებზე ინფორმირებულობის დონის დადგენა და საჭიროებათა კვლევის განხორციელება“ შედეგების პრეზენტაცია გამართა. პროექტის პარტნიორია ფრიდრიხ ებერტის ფონდი. ღონისძიება გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის
დირექტორმა, ია თიკანაძემ და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა, ნუგზარ ბერიძემ.
პროექტის - „ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორში რეგულირების საკითხებზე ინფორმირებულობის დონის დადგენა და საჭიროებათა კვლევის განხორციელება“ მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში საჭიროებათა კვლევა - რეგულირების კუთხით ინფორმირებულობის დონის, სხვადასხვა
სამიზნე აუდიტორიის სპეციფიური საჭიროებების გამოკვეთისა და ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლების, პროფესიული კვალიფიკაციის გაღრმავებისთვის ეფექტიანი მექანიზმების გამოვლენა. პროექტის ფარგლებში კვლევა განხორციელდა ქ. თბილისში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმსა და მცხეთის მუნიციპალიტეტში.
პროექტის რეალიზებით გაჩნდა ეფექტიანი და მდგარდი შესაძლებლობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში ძირითადი ტენდენციების, პრობლემების, აქტუალური საკითხებისა საჭიროებების გამოვლენისთვის, რომლის საფუძველზეც შემუშავდა გადაწყვეტებისა და ინფორმირების დონის გაზრდის მექანიზმების სარეკომენდაციო სამოქმედო გეგმა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის მიზანია ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების აქტუალურ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, აღნიშნულ სექტორებში დასაქმებულ პირთა და სხვა დაინტერესებულ პირთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის სპეციალური სასწავლო კურსების/პროგრამების განხორციელება. აქტივობებისა და საქმიანობების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა, დაინტერესებულ პირებს შორის გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლა, კვლევების ჩატარება, სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის პროექტების მომზადება, საინფორმაციო ბაზის შექმნა და თემატური კონფერენციების მოწყობა. ცენტრში ამ დროისთვის სხვადასხვა სასწავლო კურსები მიმდინარეობს.
ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES) არაკომერციული, გერმანული პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელიც ეყრდნობა სოციალური დემოკრატიის ღირებულებებს. ფონდი დაარსდა 1925 წელს და ატარებს გერმანიის დემოკრატიულად არჩეული პირველი პრეზიდენტის, ფრიდრიხ ებერტის სახელს. ფრიდრიხ ებერტის ფონდის სათაო ოფისები მდებარეობს ქ. ბერლინსა და ქ. ბონში. ფონდის ფილიალები წარმოდგენილია 90-მე მეტ ქვეყანაში და საქმიანობას ახორციელებს 100-ზე მეტ ქვეყანაში. ქ. თბილისში მდებარე საქართველოს და სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა კოორდინაციას უწევს ფონდის საქმიანობას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიზანია დემოკრატიის, მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობა პოლიტიკური დიალოგის, განათლებისა და კვლევის გზით.
0
0