
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმები ეთნიკური წმენდის ტოლფასია და გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს. ეს მისი ყველაზე მწვავე თავდასხმა იყო მზარდი პოპულარობის მქონე AfD-ის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ არჩევნებში მძიმე მარცხი განიცადა, იუწყება POLITICO.
„რემიგრაცია“ სხვა არაფერია, თუ არა წარმოშობისა და კანის ფერის საფუძველზე ეთნიკური წმენდის სინონიმი,“ - აღნიშნა მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.
„კვალიფიციური ხელოსნებიდან ყოველ მეექვსეს უცხო ქვეყნის პასპორტი აქვს. თუ იმ ადამიანებს, ვინც გერმანიაში მუშაობს, კვლავ მოუწევთ ქვეყნის დატოვება იმის გამო, რომ თქვენ „რემიგრაციას“ უჭერთ მხარს, მაშინ გერმანიაში ხელოსნობის სფერო ფუნქციონირებას ვეღარ შეძლებს. ვერცერთი მოხუცთა თავშესაფარი ვერ იფუნქციონირებს, ვერცერთი საავადმყოფო გააგრძელებს მუშაობას გერმანიაში და ვერცერთი რესტორანი შეინარჩუნებს თავის ბიზნესს. სწორედ ეს იქნება თქვენი საიმიგრაციო პოლიტიკის შედეგი,“ - დასძინა მან.
მანვე აღნიშნა: „თქვენ იმ პრობლემის ნაწილი ხართ, რომლის წინაშეც გერმანია დგას, და ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა ხელი შეგიშალოთ ამ გზის გაგრძელებაში.“
კანცლერის ეს განცხადება საქსონია-ანჰალტის საპარლამენტო არჩევნებში AfD-ის დამაჯერებელ გამარჯვებას მოჰყვა. AfD, რომელიც ახლა ყველაზე პოპულარული პარტიაა გამოკითხვებში, პირობას დებს, რომ 2029 წლისთვის დაგეგმილი შემდეგი ეროვნული არჩევნების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში.
0
0
11 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
09/09/2026