
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ ახალგაზრდა მოქალაქეებმა ჯარში იმსახურონ და სამშობლო არ დატოვონ.
„უკრაინამ უნდა უზრუნველყოს, რომ ახალგაზრდა მამაკაცები ემსახურებოდნენ უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერ უკრაინას, არ მიდიოდნენ გერმანიაში, პოლონეთსა და საფრანგეთში, როგორც ამას ახლა ვხედავთ“, – განაცხადა მერცმა პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მერცმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიას აქვს სურვილი, დაეხმაროს უკრაინას ძლიერი შეიარაღებული ძალების შექმნაში.
„უკრაინას უნდა ჰყავდეს შეიარაღებული ძალები, რომლებიც ეფექტურად შეაკავებენ რუსეთს, შეიარაღებით, ტრენინგების და დაფინანსების საშუალებით. გერმანია მიიღებს მონაწილეობას ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგში და ხელს შეუწყობს უკრაინის გაძლიერებას ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში“, – განაცხადა მერცმა.
0
0