
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი ახალ ფაზაში გადავიდა.
მერცის თქმით, უკრაინა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში „მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს“ აღწევს, ხოლო რუსეთი ომს ვერ მოიგებს.
„ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით. არა მხოლოდ იმიტომ, რომ საკითხი ეხება უკრაინის თავისუფლებას, არამედ იმიტომაც, რომ ამ საშინელი აგრესიის ომში საფრთხეში ჩვენი თავისუფლებაა მთელ ევროპაში. ჩვენ ერთად შევქმენით ახალი დინამიკა ბოლო კვირების განმავლობაში“, – განაცხადა მერცმა.
გერმანიის კანცლერის განმარტებით, უკრაინა უკვე რამდენიმე თვეა, მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებებს აღწევს, რაშიც ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი როლი აქვს.
„სულ უფრო ცხადი ხდება და რუსეთის უფრო მეტ მოქალაქეს ესმის, რომ მოსკოვი ამ ომში გამარჯვებას ვერ მიაღწევს. რუსეთი თავის ომის მიზნებს ვერ განახორციელებს“, – აღნიშნავს გერმანიის კანცლერი.
ამასთან, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, დაასრულოს ომი და „ახლა მხოლოდ პრეზიდენტ პუტინზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა ამ შესაძლებლობას“.
0
0