
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი გერმანიის პარლამენტში „კრისტოფერ სტრიტის დღის“ აღნიშვნისთვის პრაიდის დროშის გამოფენის წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ბუნდესტაგი ცირკის კარავი არ არის, სადაც ნებისმიერი დროშის აღმართვა შეიძლება.
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ARD-ის ეთერში გამოსვლისას მერცმა დაიცვა თავისი თანაპარტიელი კანონმდებლები და ბუნდესტაგის პრეზიდენტი იულია კლოკნერი, რომელმაც ადრე უარი თქვა ცისარტყელის ფერებში დროშის აღმართვაზე 26 ივლისს, „კრისტოფერ სტრიტის დღეს“ და აღნიშნა, რომ ბანერი მხოლოდ 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს უნდა გამოიფინოს.
„ყველა სხვა დღეს, გერმანიის ბუნდესტაგში მხოლოდ გერმანიის, ევროპის დროშები ფრიალებს და ეს გადაწყვეტილება სწორია“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.
გერმანიაში „კრისტოფერ სტრიტის დღე“ აღინიშნება 1969 წელს ნიუ იორკში სტოუნვოლის ამბოხების ხსოვნასთან დაკავშირებით, რომელიც იყო ლგბტქ+ თემის პირველი მასშტაბური აჯანყება დევნის წინააღმდეგ. მერცის სიტყვებმა ოპოზიციის მხრიდან მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია.
0
0