
ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინას ძლიერი შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების გარანტიები დასჭირდება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან, კრისტენ მიხალთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
მერცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევი არ უნდა აიძულონ, რუსეთს ტერიტორია დაუთმოს. მისივე თქმით, ნებისმიერი მოლაპარაკების საწყისი წერტილი უნდა იყოს ფრონტის ხაზი.
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ როგორც ევროპის, ასევე უკრაინის უსაფრთხოების ინტერესები საფრთხის ქვეშაა და აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს აშშ-სა და უკრაინასთან.
„ჩვენ, ყველას, უკრაინას, ევროპელებსა და ამერიკელებს, გვსურს, რომ უკრაინაში ომი საბოლოოდ დასრულდეს. ჩვენ გვინდა მშვიდობა უკრაინაში და გვინდა უსაფრთხოება ევროპაში. უკრაინას სჭირდება ძლიერი შეიარაღებული ძალები და თუ ერთ დღეს სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ, რომელზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ, მაშინ უკრაინას კვლავ დასჭირდება ძლიერი შეიარაღებული ძალები და საიმედო უსაფრთხოების გარანტიები პარტნიორებისგან“, – აღნიშნა მერცმა.
მისივე თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტია კარგად აღჭურვილი უკრაინული არმიაა.
„ამიტომაც ვმსჯელობთ ამ საკითხზე“, – განაცხადა მერცმა.
0
0