
გავლენიანი გამოცემა Politico წერს, რომ გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, უკრაინაში გრძელვადიანი ომისთვის ემზადება.
როგორც გამოცემა იუწყება, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ ის მორალურად ემზადება უკრაინაში გრძელვადიანი ომისთვის, თუმცა არ დაუკონკრეტებია, განათავსებს თუ არა ბერლინი სამშვიდობო ძალებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემთხვევაში.
კვირას, სატელევიზიო ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ ვალის წესების შეცვლის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, რაც გერმანიას თავდაცვაში დიდი ინვესტიციების ჩადების საშუალება აძლევს, ნატოს ალიანსი, სავარაუდოდ, ივნისში დაიშლებოდა.
"მე მორალურად ვემზადები იმისთვის, რომ ეს ომი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს", - განუცხადა მან ZDF-ს, როდესაც ჰკითხეს, აქვს თუ არა იმედი, რომ ცეცხლი მომავალ წელს შეწყდება.
"ჩვენ ვცდილობთ, ომი რაც შეიძლება სწრაფად დავასრულოთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა უკრაინის კაპიტულაციის ფასად", - დასძინა კანცლერმა.
0
0