
გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, კიევში შესაძლოა, მოუწიოთ შეგუება იმ ფაქტთან, რომ რუსეთთან სამომავლო სამშვიდობო შეთანხმებით, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი შეიძლება, აღარ იყოს უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
მისი თქმით, ზელენსკის თუ სურს, ეს მიიტანოს საკუთარ მოსახლეობამდე და ამისთვის თუ საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება, მან უნდა უთხრას ხალხს, „მე თქვენთვის გავხსენი გზა ევროპისკენ“.
„ერთ-ერთ ეტაპზე უკრაინა გააფორმებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რაღაც ეტაპზე, იმედია, სამშვიდობო ხელშეკრულებას რუსეთთან. მაშინ შესაძლოა, ისე მოხდეს, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი აღარ იყოს უკრაინული. პრეზიდენტ ზელენსკის თუ სურს, ეს მიიტანოს საკუთარ მოსახლეობამდე, მოიპოვოს უმრავლესობის მხარდაჭერა და ამისთვის თუ საჭიროა რეფერენდუმის ჩატარება, მან უნდა უთხრას ხალხს: „მე თქვენთვის გავხსენი გზა ევროპისკენ“, – განაცხადა მერცმა გერმანიის ქალაქ მარსბერგში, კარლ დიდის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეების წინაშე გამოსვლისას.
0
0