
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ლაიფციგის აეროპორტზე დრონით თავდასხმის მცდელობა რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა და კატასტროფის თავიდან აცილება შემთხვევით მოხდა.
„ეს თავდასხმა რუსეთში თვეების განმავლობაში იგეგმებოდა, კონკრეტულად გერმანიაზე იყო მიმართული და მხოლოდ შემთხვევით იქნა თავიდან აცილებული მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი და ადამიანების დაზიანება“, – განაცხადა მერცმა.
ცნობისთვის, პირველ სექტემბერს გერმანიამ ოფიციალურად დააკისრა პასუხისმგებლობა მოსკოვს 4 აგვისტოს მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ლაიფციგის აეროპორტის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი ნივთიერებებით აღჭურვილი სამი დრონი აღმოაჩინეს. რუსეთი მომხდარში მონაწილეობას უარყოფს. ამასთან, ინციდენტის გამო გერმანიამ ანტისაბოტაჟური ფარის შექმნა გადაწყვიტა. გეგმის მიხედვით, შეიქმნება ზომების ფართო პაკეტი, რათა გააძლიეროს თავდაცვა დრონების თავდასხმების, კიბერშეტევებისა და რუსული დივერსიის სხვა ფორმებისგან. ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გასულ თვეში ლაიფციგის აეროპორტზე დრონებით თავდასხმა გახდა.
0
0