
ენერგეტიკული კრიზისის გამო გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს იწვევს. მერცმა აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევას უახლოეს მომავალში გეგმავს, რათა ქვეყანაში ენერგეტიკისა და საწვავის მიწოდების მდგომარეობა განიხილონ.
მისივე თქმით, მთავარი მიზანია ისეთი აუცილებელი საწვავის, როგორიცაა დიზელი, ბენზინი და თვითმფრინავის საწვავი, საიმედო მარაგის უზრუნველყოფა.
„ვითარება დაძაბულია, თუმცა მომარაგება უზრუნველყოფილია. თუ პირობები გაუარესდება, მზად ვართ, შესაბამისი ზომები მივიღოთ“, – განაცხადა მერცმა.
მერცმა აღნიშნა, რომ მომარაგების ჯაჭვების შენარჩუნება მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება და ხელისუფლება სტაბილურობის შესანარჩუნებლად „ყველა ხელმისაწვდომ ინსტრუმენტს“ გამოიყენებს.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომელიც გასულ წელს მერცის კოალიციურმა მთავრობამ შექმნა, კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირებისთვის არის განკუთვნილი. მის შემადგენლობაში შედიან ფედერალური მთავრობისა და უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლები.
0
0