
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს,რომ უკრაინის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების შესაძლებლობას ვერ ხედავს.
„2027 წლის პირველ იანვარს გაწევრიანება გამორიცხულია. ეს უბრალოდ შეუძლებელია“,- განაცხადა მერცმა.
მისი თქმით, ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, ჯერ ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, ეს პროცესი კი, როგორც წესი, რამდენიმე წელი გრძელდება.
ამასთან, მერცმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მნიშვნელოვანია პერსპექტივა, რომელიც გაწევრიანების გზას გაუხსნის, თუმცა მისი თქმით, ეს გრძელვადიანი პროცესია.
„ჩვენ შეგვიძლია, უკრაინა ევროკავშირთან თანდათანობით დავაახლოოთ. ეს ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ ასეთი სწრაფი გაწევრიანება უბრალოდ შეუძლებელია“,- აღნიშნა მერცმა.
სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, მერცმა განაცხადა, რომ მჭიდრო კონტაქტზეაამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებთან.
„ჩვენ მჭიდრო კონტაქტზე ვართ ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებთან. ჩვენ ასევე ერთობლივად შევიმუშავეთ დოკუმენტები და კარგია, რომ, პირველ რიგში, უკრაინასა და რუსულ მხარეს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს”,- განაცხადა მერცმა.
0
0