-share.jpg)
„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ნადირაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ეძგვერაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.
მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ შევა.
„ჩვენს კოლეგას, საკრებულოს დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს 40-ზე მეტი ადამიანი დაესხა ჯგუფურად თავს და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი ვიდეო მტკიცებულება და ფაქტი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანია დასჯილი. ის ათეულობით დამნაშავე, ბანდიტი, ჯერ კიდევ დაუსჯელია. ბოიკოტის ნიშნად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამით კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ “ქართული ოცნების” მიერ შექმნილია ავტოკრატიული რეჟიმი, რომელსაც შეუძლია მათ შორის საკრებულოს დეპუტატებზე იძალადოს, როგორც ძალადობს ქუჩაში ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებზე”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ამასთან, ნადირაძემ მიმართა პროკურატურას, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომელთა იდენტიფიცირება მარტივად შესაძლებელია და დღემდე დაუსჯელები არიან.
0
0