
საშობაო მიმართვისას გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელებს.
„ბოლო დღეებში ინტენსიური ძალისხმევა იყო გაწეული ომის დასრულების გზების მოსაძებნად. ჩვენი უმეტესობა მოვლენებს იმედით ადევნებდა თვალყურს, მაგრამ ასევე სკეპტიციზმითა და შეშფოთებით. ევროპელებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერონ ჩვენი ძალა და ღირებულებები და შესაბამისად იმოქმედონ. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვისწავლეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია – სინამდვილეში აუცილებელია – თავისუფლება, ადამიანის ღირსება, სამართლიანი მშვიდობა და დემოკრატიული თვითგამორკვევა. ჩვენ ამას არ დავთმობთ, არც საკუთარი თავისთვის და არც ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
საშობაო მიმართვაში გერმანიის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საზოგადოების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას და მოუწოდა თავის თანამემამულეებს, ერთად იმუშაონ და დაეხმარონ ერთმანეთს რთულ დროს.
„სიბნელეში სინათლე ანათებს. ბევრმა დიდმა თუ პატარა საზრუნავმა შესაძლოა, სამყარო ბნელად წარმოაჩინოს: ავადმყოფობამ, დანაკარგებმა, მარტოობა ან გლობალურმა კრიზისებმა და ომებმა. მაგრამ სინათლე შეიძლება მოიძებნოს საზოგადოებაში: ოჯახში, მეგობრებში, სხვადასხვა ჯგუფებში – განსაკუთრებით შობას, რაც, ჩვენს ცხოვრებას უფრო იმედიანს, ბედნიერს, თბილს და ოპტიმისტურს ხდის“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
0
0
ხაშურში ავარიას ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
24/12/2025