
ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე, შესაძლოა, „ლიონმა“ გიორგი მიქაუტაძე სხვა გუნდში გაუშვას, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Ouest-France-ი ავრცელებს.
„„ლიონი“ ამჟამად ლიგა 1-ის ლიდერია (6 ქულა). ეს შესანიშნავი სტარტია, რომელიც გულშემატკივრებს უნდა ახარებდეს, თუმცა ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს.
საქმე ისაა, რომ გიორგი მიქაუტაძის გაყიდვის საკითხი კვლავ ღიად რჩება. ფინანსური პრობლემების ფონზე კლუბი შემოსავლის წყაროს ეძებს და შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე თავისი ერთ-ერთი ლიდერი გაყიდოს.
„ლიონის“ ხელმძღვანელობა უკვე მზად არის ქართველ თავდამსხმელთან დაკავშირებით შეთავაზებები მიიღოს. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს (37 მატჩი, 20 გოლი) კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
მიქაუტაძე „მეციდან“ ლიონში 2024 წლის ზაფხულში დაბრუნდა. მაშინ კლუბმა 18.5 მილიონი ევრო გადაიხადა, პლუს 4.5 მილიონი ევრო ბონუსების სახით, ასევე – ყოფილი კლუბი ფეხბურთელის მომავალი ტრანსფერიდან შემოსავალს მიიღებს“, – წერს გამოცემა.
0
0