05/10/2022
16:35
მსოფლიო
ფრანგმა მსახიობებმა, მათ შორის ჟულიეტ ბინოშმა და იზაბელ იუპერმა, ახალგაზრდა ირანელი ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალების პროტესტის ნიშნად თმა მოიჭრეს.
„თავისუფლებისთვის,“ - თქვა ბინოშმა და კამერის წინ თმა მოიჭრა.
იტალიური საპროტესტო სიმღერის "Bella ciao"-ს სპარსულად შესრულების ფონზე, ბინოშს სხვა ფრანგი მსახიობები და მომღერლები, მათ შორის, მარიონ კოტიარი და იზაბელ აჯანიც შეუერთდნენ.
13 სექტემბერს, 22 წლის მაჰსა ამინი თეირანში პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევისთვის დააკავა. ქალი 16 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ მაჰსა ამინი დაკავებისას სცემეს.
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას ირანში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. უფლებადამცველი ჯგუფების თანახმად, საპროტესტო აქციების დროს 130-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
წყარო :
0
0