ფრანგმა მეპურეებმა 140-მეტრიანი ბაგეტი გამოაცხვეს და მსოფლიო რეკორდი დაამყარეს
07/05/2024
16:44
მსოფლიო
A-
+A
ფრანგმა მეპურეებმა 140 მეტრის სიგრძის ბაგეტი გამოაცხვეს და ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს რეკორდი იტალიელებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც ჯერ კიდევ 2019 წელს თითქმის 133-მეტრიანი ბაგეტი გამოაცხვეს. ამიტომ, 12-მა პარიზელმა მეპურემ გადაწყვიტა, რომ ეს რეკორდი სწორედ მათ ქვეყანას უნდა ეკუთვნოდეთ და საქმეს შეუდგნენ.
მათ რეკორდის დამყარება ნამდვილ შოუდ გადააქციეს - ცხობის პროცესის ნახვა ყველა მსურველს შეეძლო. ბაგეტის გამოსაცხობად მათ 14 საათი დასჭირდათ. მათი მიღწევა გინესის რეკორდების წარმომადგენლებმა დაადასტურეს. ამის შემდეგ, ბაგეტი გაჭრეს და დამსწრეებს დაურიგეს.
0
0
79
სიახლეები
ყველა
აშხაბადში შოთა რუსთაველის მემორიალი გაიხსნა
19/05/2024
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%