25/11/2024
12:10
საზოგადოება
რამდენიმე დღის წინ, გარდაცვლილი მშობიარე ქალის, შორენა ონიანის ქმარი გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს ავრცელებს. მამამ მათი დაბადების შემდეგ, პირველად აიყვანა ტყუპი ბიჭი ხელში.
“მამიკომ პირველად აგიყვანათ ხელში. დედასაც აეყვანეთ. როგორ მენანება შორე. თქვენ თვალწინ გაიზრდებიან ეს ბავშვები. ყველას აინტერესებს. ბევრი დაგვიდგა გვერდით“ – წერს ცხელიშვილი.
ერთ-ერთი გამომწერის კითხვაზე კი დედამ თუ შეძლო გარდაცვალებამდე შვილების მოფერება, პასუხობს:
“თვალითაც ვერ ნახა, მხოლოდ ტელეფონში სურათები როდესაც თურმე სისხლით ევსებოდა მუცელი…“
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, 28 წლის შორენა ონიანი, რომელსაც ქუთაისის მეორე სამშობიაროში ნაადრევად ტყუპი შეეძინა, გარდაიცვალა. გოგონა მდგომარეობის დამძიმების შემდეგ თურქეთში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა,ერთხელ კიდევ ვიზიარებ ამ მწუხარებას.ღმერთმა ჯანმთელები გაზარდოს ეს პატარები.ექიმების სენი ის არის,რომ როცა ასეთი დიდი პრობლემა ხდება,ცდილობენ თავი დაიძვრინონ და რაღაცას,ან ვიღაცას დააბრალონ.აუცილებლად გადაეხდებათ ეს ცოდვა.
0
0