10/06/2024
22:51
სპორტი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკვე გერმანიაშია. ჩვენი გუნდი ისტორიული მატჩებისთვის ემზადება.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს.
ევროპის 2024 წლის საფეხბურთო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები F ჯგუფში მოხვდა, სადაც პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად ითამაშებს.
ტურნირს გერმანია უმასპინძლებს და ვილი სანიოლის გაწვრთნილები სადებიუტო შეხვედრას 18 ივნისს გამართავენ და "დორტმუნდის" საშინაო არენაზე 81 365-იანი ტევადობის Signal Iduna Park-ზე თურქეთს დაუპირისპირდებიან.
"ჯვაროსნები" მეორე შეხვედრას უკვე ჰამბურგში 22 ივნისსVolksparkstadion-ზე ჩაატარებენ, რომელსაც შეუძლია 57 274 ადამიანს უმასპინძლოს.
მესამე მატჩს კი უკვე პორტუგალიასთან გელზერკირხენის Veltins Arena 26 ივნისს უმასპინძლებს - ტევადობა 62 271 ადამიანი.
საქართველოს ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთთან ძირითად და დამატებით დროში 0:0 ითამაშა, პენალტებში 4:2 იმარჯვა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.
ნაკრების ოფიციალურ გვერდზე "ფეისბუქში" აქვეყნებენ პირველ ფოტოებს, სადაც გერმანიაში ჩასული ფეხბურთელები ჩანან
"ჩვენ აქ ვართ! წინ მხოლოდ ევროპის ჩემპიონატია!", - წერია ფოტოების აღწერაში.
0
0