
ფოთის სანაპირო ზოლი დაიტბორა, ძლიერი ქარის გამო დაფიქსირდა ხეების წაქცევის რამდენიმე ფაქტი.
სამეგრელოში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად ადიდებულმა მდინარე ტეხურამ დააზიანა ქ. ფოთის მკვებავი 700 მმ-იანი და ქ. სენაკის მკვებავი ორი 300 მმ-იანი ცენტრალური მილები.
სტიქიის შედეგად, წყალმომარაგება შეეზღუდა ფოთისა და სენაკის 32 000-ზე მეტ აბონენტს.
წყალმომარაგების კომპანიის განცხადებით, ამ ეტაპზე, რთული რელიეფისა და წყალუხვობის გამო, დაზიანების ლიკვიდაცია შეუძლებელია. ადიდებული მდინარე ტეხურას ფონზე, კომპანიის ტექნიკური სამსახური დაზიანების ადგილამდე მისვლას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს.
მიუხედავად ამისა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამეგრელოს სერვის ცენტრის თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ, რათა მოსახლეობას წყალმომარაგება უმოკლედ დროში აღუდგეს.
ფოთის მერიის შესაბამისი სამსახურები სანაპირო ზოლის გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებენ. ამ ეტაპზე, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია სრულად მიეწოდება ქალაქს.
0
0