02/10/2021
19:28
არჩევნები 2021
ადგილზე პოლიციიის გამოიძახებაც გახდა საჭირო.
როგორც ოპოზიციური პარტიის დამკვირვებელი აცხდებს, მან შენიშნა როგორ ინახავდა ბეიჯში "ქართული ოცნების" დამკვირვებელი ამომრჩეველთა სიებს და უბნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა.
,,ქართული ოცნების“ დამკვირვებელს ბეიჯებში ედო რაღაც დაკეცილი ფურცლები, გავყევი და ვთხოვე ეჩვენებინა რა ედო ბეიჯებში, ამოვატანიე , გავშალე და იყო სურათებიანი საარჩევნო სიები“, -განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელმა.
უბანზე მივიდა 70-ე საოლქო სააჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია , რომელმაც სიტუაცია განმუხტა.
,, ინციდენტში ორივე მხარე დამნაშავეა,როდესაც შენ ხედავ, რომ წარმომადგენელი ან დამკვირვებელი ერევა შენს ფუნქციებში, ან რაღაც რეკომენდაციას გაძლევს, გაითვალისწინოს უნდა უბანმა თუ კი ეს რეკომენდაცია ნამდვილად კანონის ფარგლებშია. თუ არ გაითვალისწინებს, დამკვირვებელი და წარმომადგენელი ვალდებულია დაწეროს საჩივარი.
დაიწერა საჩივარი, გაგრძელდება პროცედურა მთავარია - განაცხადა სალომე როდონაიამ.
0
0