
“კეზერაშვილი ფორმულას წილებს ვის გადაუფორმებს მისი და ფორმულას თანამშრომლების კომფორტის საქმეა.” - ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
"კეზერაშვილი ფორმულას წილებს ვის გადაუფორმებს მისი და ფორმულას თანამშრომლების კომფორტის საქმეა.
ის პოლიტიკიდან უნდა გაიწიოს და
პოლიტიკის ოლიგარქიულ დარასკლადებას შეეშვას - მისი საქმე არ არის პოლიტიკური ფიგურების გაწევ-გამოწევა! არც სპიკერების გადარჩევა! არც ალიანსების კეთება!
მისი “ჯანსაღი რჩევების” ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს.
ამას ფორმულას წილების გადაფორმება არ უშველის.
(სკანდალამდეც ასე იყო საჭირო, სკანდალის მერეც - ასეა)" -წერს ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "ფორმულა" ე.წ. ქოლ-ცენტრების საკითხზე ბრალდებასთან დაკავშირებით, დავით კეზერაშვილის განცხადებას ავრცელებს. ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ კეზერაშვილი „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე უარს ამბობს და არსებული წილის ნახევარს, ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს, ხოლო ოლიგარქიული მმართველობის დასრულების შემდეგ, კოლექტივს გადასცემს დარჩენილ წილსაც
0
0