
ტელეკომპანია "ფორმულაზე", სავარაუდოდ, გასართობი გადაცემები დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეწამყვანი ია ფარულავა ავრცელებს და წერს, რომ მათ შორის, მარტიდან ეთერში აღარ გავა არც მისი გადაცემა "მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად".
"გადაცემა “მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად" " ფორმულაზე" იქნება თებერვლის ბოლომდე. არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება. დიდი მადლობა ვინც მუშაობდა ჯერ "ია ფარულავას კონვერტზე" და შემდეგ ამ ახალ პროექტში, სადაც მაყურებელს უფრო მოვეწონე დიდი მადლობა არხის ხელმძღვანელობას წარამტებებს ვუსურვებ არხს და იცოდეთ არცერთი წუთით არ მწყდება გული რადგან ესეთია ეს ბიზნესი", - წერს ია ფარულავა ფეისბუკზე.
არხში მოსალოდნელ რეორგანიზაციასა და კერძოდ, რომელი გადაცემების დახურვაზეა საუბარი? - ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ ამ თემებზე დღეს, 31 იანვარს განცხადების გავრცელებას გეგმავენ.
"დილიდან გავაკეთებთ ყველაფერზე განცხადებას. ვუპასუხებთ კითხვებს", - ამბობს გუმბარიძე.
0
0