01/11/2022
15:50
მსოფლიო
ჟურნალ Forbes-ის რეიტინგის მიხედვით, 2021 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი აწგარდაცვლილი ცნობილი ადამიანი “ბეჭდების მბრძანებლის” ავტორი, ბრიტანელი მწერალი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი გახდა.
სია მსოფლიოს 13 ვარსკვლავის სახელს მოიცავს, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან, მაგრამ რომელთა მემკვიდრეობამ 2021 წლის 1 ნოემბრიდან მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე ყველაზე მეტი შემოსავალი მოიტანა. საუბარი ეხება გაყიდვებიდან მიღებულ მოგებას, სტრიმინგ პლატფორმებზე მოსმენასა და სალიცენზიო გარიგებების დადებას.
რეიტინგის ლიდერი ჯონ ტოლკინი გახდა, რომელიც 1973 წელს გარდაიცვალა. მწერალმა გასული წლის განმავლობაში 500 მილიონი დოლარი "გამოიმუშავა".
მეორე ადგილზე ამერიკელი კალათბურთელი, კობი ბრაიანტი გავიდა, რომელიც 2020 წელს ავიაკატასტროფაში დაიღუპა. წლის განმავლობაში მან 400 მილიონი დოლარი "გამოიმუშავა".
მესამე ადგილი ბრიტანელ მუსიკოსსა და მსახიობს, დევიდ ბოუის ერგო, რომლის ქონება ერთი წლის განმავლობაში $250 მილიონით გაიზარდა.
ხუთი უმდიდრესი გარდაცვლილი ცნობილი ადამიანის სია მუსიკოსებმა, ელვის პრესლიმ და ჯეიმს ბრაუნმა - 110 და 100 მილიონი დოლარით დააბოლოეს.
0
0