მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ჩამონათვალში, რომელსაც გავლენიანი გამოცემა Forbes ყოველწლიურად აქვეყნებს, პოპვარსკვლავი ტეილორ სვიფტი პირველად გამოჩნდა. ფორბსისმილიარდერთა სიაში მითითებულია, რომ ამერიკელი მუსიკოსი $1,1 მილიარდს ფლობს.
სიაში ასევე პირველად გამოჩნდა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა ChatGPT-ის შემქმნელი სემ ალტმანი, რომელიც $1 მილიარდის მფლობელია. რეიტინგის სათავეში კი კვლავაც ფრანგი ბიზნესმაგნატი ბერნარ არნო და მისი ოჯახია, რომელიც $233 მილიარდს ფლობს.
ხოლო ფორბსის მილიარდერთა წლევანდელი ათეული აი, ასე გამოიყურება:
ბერნარ არნო და მისი ოჯახი — $233 მილიარდი
ილონ მასკი — 195 მილიარდი
ჯეფ ბეზოსი — 194 მილიარდი
მარკ ზაკერბერგი — 177 მილიარდი
ლარი ელისონი — 141 მილიარდი
უორენ ბაფეტი — 133 მილიარდი
ბილ გეიტსი — 128 მილიარდი
სტივ ბალმერი — 121 მილიარდი
მუკეშ ამბანი — 116 მილიარდი
ლარი პეიჯი — 114 მილიარდი
ფორბსი ასევე წერს, რომ 2024 წელს მილიარდერების რაოდენობა რეკორდულია — 2 781. რიცხვი 141-ით აჭარბებს შარშანდელ მონაცემს. ამასთან, რეკორდულია სიის წევრების სიმდიდრე, რომელიც ჯამურად $14,2 ტრილიონს შეადგენს.
რაც შეეხება ტეილორ სვიფტს, მისი გამოჩენა ამ ჩამონათვალში არავის გაჰკვირვებია. პოპვარსკვლავის მილიარდერობაზე ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში შევიტყვეთ Bloomberg-ისგან.
0
0