
დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტსა და ვლადიმერ პუტინს შორის ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველი პირდაპირი სატელეფონო საუბრის საფუძველი გახდეს, – ამის შესახებ „ფოქს ნიუსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ცნობით, ზელენსკის და პუტინს შორის პირდაპირი სატელეფონო საუბრის შესაძლებლობა მნიშვნელოვან გარღვევად განიხილება. წყაროს თქმით, მარ-ა-ლაგოში, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა შეფასდა, როგორც ტრამპის ხელმძღვანელობით სამშვიდობო ძალისხმევაში წინ გადადგმული ნაბიჯი, ხოლო ზელენსკისა და პუტინის პირდაპირი სატელეფონო საუბრის უზრუნველყოფა პრეზიდენტისთვის „დიპლომატიური გამარჯვება“ იქნებოდა.
„პუტინი კვირას სატელეფონო საუბარს თუ შეუერთდებოდა, ეს იქნებოდა სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის უდიდესი მიღწევა და სამშვიდობო პროცესში პირველი რეალური ნაბიჯი“, – განაცხადა ანონიმურმა წყარომ.
წყაროს თქმით, ზელენსკისა და პუტინს შორის არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით, ტრამპი ამჟამად „ყველაზე წარმატებული შუამავალია“.
0
0