31/05/2023
14:07
პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ურსულა ფონ დერ ლაიენი პირველად არ ამბობს, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას. კობახიძის განცხადებით, მანამდე ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ უკრაინელები მზად არიან მოკვდნენ ევროპისთვის.
მისი თქმით, გუშინ პრემიერ-მინისტრმა იგივე თქვა და "გამოფინეს მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, დღეს კი იგივეს ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი".
"გუშინ თუ ირაკლი ღარიბაშვილმა იგივე თქვა და გამოფინეს მთელი აგენტურა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, დღეს იგივეს ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი. პირველად არ ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი იმას, რომ ევროპული სწრაფვის გამო დაესხა თავს რუსეთი უკრაინას. მანამდე გახსოვთ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენმა თქვა ასეთი სიტყვები, რომ უკრაინელები მზად არიან მოკვდნენ ევროპისთვის.
ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ნატო-ზეც კი აღარ არის საუბარი. ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ უკრაინას რუსეთი თავს დაესხა ევროპული მისწრაფებების გამო, გუშინ იგივე თქვა ღარიბაშვილმა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0