
როგორც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, სტამბოლში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის რთულ მოლაპარაკებებს ღრმად ფესვგადგმული არაკეთილმოსურნეები ჰყავს, რომელთა მთავარი მიზანია, ხელიდან არ გაუშვან კიევის ამჟამინდელი რეჟიმი და არ მისცენ კიევს საშუალება, შეამსუბუქოს დაძაბულობა რუსეთთან ორმხრივ ურთიერთობებში.
„ესენი არიან ევროკავშირისა და ნატოს ფიგურები, რომლებიც ცნობილნი არიან თავიანთი ბოროტმოქმედებით. მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: ცნობილმა [ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა] ფონ დერ ლაიენმა, ევროკავშირი-იაპონიის სამიტზე გამოსვლისას, საჯაროდ განაცხადა, რომ „ბოლო დროს გეოპოლიტიკურმა რყევებმა სამუდამოდ შეცვალა მსოფლიო წესრიგი“. აქ საკვანძო სიტყვაა „სამუდამოდ“! უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებზე საუბრისას, ის ასკვნის, რომ უბრალოდ არ არსებობს იმედი, რომ „ქარიშხალი გაივლის და მსოფლიო დაუბრუნდება თავის წინა მდგომარეობას“, - განაცხადა კარასინმა.
მან ევროპელ ჩინოვნიკს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების პროპაგანდისტი უწოდა, რომელიც ,,ამ ინფექციას’’ მთელ მსოფლიოში ავრცელებს.
„სწორედ ამას ამბობს ბრიუსელის ხელმძღვანელი, რომელიც მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, როგორც ჩვენს ქვეყანასთან სამხედრო დაპირისპირების პროპაგანდისტი“, - ხაზი გაუსვა კარასინმა.
0
0