
აშშ-ის ფლორიდის შტატის საკანონმდებლო ორგანოს იურიდიული გადაწყვეტილების მიხედვით, ფლორიდის სკოლებში გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შესახებ დისკუსიების გამართვა დაშვებული იქნება.
ფლორიდის შტატში, მოსარჩელეებმა მშობლის უფლებების შესახებ კანონპროექტი გააპროტესტეს, რომელიც 2022 წელს არის მიღებული. მათი მტკიცებით, კანონპროექტის ზემოქმედებამ შესაძლოა ლგბტ ახალგაზრდების მარგინალიზაცია მოახდინოს.
მშობლის უფლებების შესახებ კანონი, რომელსაც კრიტიკოსებმა "არ თქვა გეი" უწოდეს, თავდაპირველად, საბავშო ბაღებისა და საშუალო სკოლების საკლასო ოთახებში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის განხილვას კრძალავდა. კანონი, რომელმაც პოლიტიკური ქარიშხალი გამოიწვია, ლგბტ და სამოქალაქო უფლებების ჯგუფებმა, ასევე მსხვილმა კომპანიებმა, როგორიცაა Disney, და პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მკაცრად გააკრიტიკეს.
მოსარჩელეები, რომლებიც კანონს აპროტესტებენ, ამტკიცებდნენ, რომ მისი „ბუნდოვანი ენა“ სკოლებში დაბნეულობას გამოიწვევდა იმის შესახებ, თუ რისი განხილვის უფლება ექნებოდათ მასწავლებლებს მოსწავლეებთან, მათ შორის ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა მათი ოჯახის ცხოვრების შესახებ დეტალების გასაჯაროება. რესპუბლიკელი დეპუტატის რონალდ დესანტისის მტკიცებით, კრიტიკოსებმა მიზანმიმართულად არასწორად წარმოაჩინეს კანონი.
საკანონმდებლო ორგანოს ახალ იურიდიულ გადაწყვეტილებაში კი ნათქვამია, რომ კანონი „ზღუდავს კონკრეტული საგნების (როგორებიცაა სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა) სწავლებას და არა მათ განხილვას“. კანონით ნებადართულია სასწავლო ლიტერატურაში „შემთხვევითი“ სახელმძღვანელო მითითებების შეტანა გეი ან ტრანსგენდერი ადამიანების ან ერთსქესიან წყვილებთან დაკავშირებით. კანონი არ ეხება ბიბლიოთეკის წიგნებს, რომლებიც სასწავლო პროგრამაში არ გამოიყენება, და სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, რომ მონაწილეობა მიიღონ კლასგარეშე აქტივობებში, როგორიცაა სკოლის გეი-სთრეით ალიანსში გაწევრიანება.
კანონი „ნეიტრალურია“, რაც ნიშნავს, რომ სწავლების შეზღუდვები ვრცელდება როგორც ლბგტ, ასევე ჰეტეროსექსუალურ პირებთან დაკავშორებული თემების შესახებ.
იურიდიული გადაწყვეტილების მიხედვით, ფლორიდის განათლების დეპარტამენტმა შეთანხმების ასლი და მის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო მითითებები შტატის თითოეული რაიონის სკოლის საბჭოს უნდა მიაწოდოს.
0
0