ფლორიდაში ქარიშხალი „იდილია“ მძვინვარებს
31/08/2023
10:09
მსოფლიო
A-
+A
ფლორიდაში ქარიშხალი „იდალია“ მძვინვარებს. სტიქია შტატის დასავლეთ ნაწილს თავს რამდენიმე საათის წინ დაატყდა. განსაკუთრებული საფრთხეა გამოცხადებული შტატის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დასახლებებში, სადაც „იდალიას“ უკვე მოჰყვა წყალდიდობა.
ამერიკის ქარიშხლების ეროვნული ცენტრი „კატასტროფულ ზიანს“ არ გამორიცხავს. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საფრთხეს სრული სერიოზულობით მოეკიდოს.
ქარიშხლის სიჩქარე 30 კმ/სთ-ია, ხოლო ქარის - 205 კმ/სთ-ს აღწევს. შტატში 400-მდე რეისი გაუქმდა, 260-ზე მეტი რეისი კი გადაიდო. ფლორიდისა და ჯორჯიის შტატების 300 ათასზე მეტი მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
საინვესტიციო კომპანია UBS-ის გათვლებით, შედეგები შეიძლება სადაზღვევო კომპანიებს 9,36 მილიარდი დოლარი დაუჯდეთ.
0
0
193
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%