01/02/2026
21:57

ფლორიდაში, რეპროდუქციული მედიცინის კლინიკის შეცდომის გამო, ევროპული გარეგნობის წყვილს მუქკანიანი ბავშვი შეეძინა. ამის შესახებ ინფორმაცია The New York Post-მა გაავრცელა.
როგორც მეუღლეები, ტიფანი სკორი და სტივენ მილსი აცხადებენ, კლინიკის მთავარმა რეპროდუქციულმა ენდოკრინოლოგმა, მილტონ მაკნიკოლმა, 2025 წლის აპრილში ტიფანის საშვილოსნოში სხვა პაციენტის ემბრიონი გადაიტანა. ბავშვის დაბადების შემდეგ, მშობლებმა დნმ-ის ტესტი მოითხოვეს. შედეგებმა დაადასტურა, რომ გოგონას არანაირი გენეტიკური კავშირი არ აქვს არც ტიფანისთან და არც მის ქმართან.
მილსებმა კლინიკა უხეშ სამედიცინო შეცდომაში დაადანაშაულეს და სასამართლოში უჩივლეს. თუმცა, სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ მშობლები ჩვილს უკვე მიეჯაჭვნენ და ძალიან უყვართ.
მეუღლეები აცხადებენ, რომ მზად არიან ბავშვი გაზარდონ, მაგრამ ასევე გრძნობენ ვალდებულებას, ჩვილი თავის ბიოლოგიურ მშობლებს დაუკავშირონ. გარდა ამისა, ტიფანი და სტივენი შიშობენ, რომ მათი კუთვნილი ემბრიონი სხვა ადამიანს გადაუნერგეს, რომელიც მომავალში მათ ბიოლოგიურ შვილს გაზრდის.
0
0