
2023 წელს, ფიზიკის დარგში ნობელის პრემია სამ მეცნიერს - პიერ აგოსტინს, ფერენკ კრაუშს და ანა ლ'ჰუილიეს - გადაეცემა. მეცნიერებმა სინათლეზე ექსპერიმენტები ჩაატარეს, რომლებიც წამის უმცირეს მონაკვეთებს ასახავს.
მეცნიერების ნაშრომში მოცემულია სინათლის უკიდურესად ხანმოკლე იმპულსების შექმნის მეთოდი. მათი თქმით, სინათლის ეს იმპულსები შეიძლება გამოიყენებოდეს სწრაფი პროცესების გასაზომად, როდესაც ელექტრონები მოძრაობენ ან ცვლიან ენერგიას.
გამარჯვებულებს საპრიზო თანხა - 10 მილიონი შვედური კრონი (£800,000) - გადაეცემათ.
შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის განცხადებით, ექსპერიმენტის შედეგად, სამმა ლაურეატმა "სინათლის იმდენად ხანმოკლე იმპულსები წარმოქმნა, რომ ისინი ატოწამებში იზომება. [ერთი ატოწამი წამის კვინტილიონედია]".
ნაშრომმა აჩვენა, რომ სინათლის ეს თითქმის წარმოუდგენლად ხანმოკლე იმპულსები შეიძლება გამოიყენებოდეს მცირე ატომებისა და მოლეკულების შიგნით მიმდინარე პროცესების გამოსახულების გადასაღებად.
პროფესორი პიერ აგოსტინი აშშ-ში, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობს, პროფესორი ფერენკ კრაუში - მაქს პლანკის კვანტური ოპტიკის ინსტიტუტში [გერმანია], ხოლო პროფესორი ანა ლ'ჰუილიე - შვედეთის ლუნდის უნივერსიტეტში.
ნობელის პრემია ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში უნგრელ მეცნიერს კატალინ კარიკოსა და მის ამერიკელ კოლეგას დრიუ ვეისმანს გადაეცა, რომლებმაც mRNA Covid-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნის ტექნოლოგია შეიმუშავეს.
0
0