08/03/2026
20:05

"გააჩერეთ პროპაგანდის გიგანტური მანქანა, რომელიც ყოველ დღე, საქართველოს მოქალაქეებს უხსნის, როგორი საშინელია ევროპა, როგორი არამიმზიდველი, უსამართლო, ძალადობით სავსე, ცდილობს გადატრიალება მოაწყოს საქართველოში" - ეს ყველაფერი სიცრუეა და შეუძლებელია იმ ორგანიზაციის წევრი გახდეთ, რომელსაც ყოველ დღე საშინელს უწოდებთ.- აცხადებს გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი BMG-სთან საუბარში.
"სინამდვილეში ძალიან მარტივია. იმისთვის, რომ ევროკავშირი წევრი ქვეყანა გახდეთ, თქვენ უნდა - უ ნ დ ა - ასახოთ ევროკავშირის კანონმდებლობა თქვენს კანონმდებლობაში. საქართველო ამ გზას ადგა. შემდეგ შეწყვიტა და ახლა იღებს კანონებს, რომლებიც ევროკავშირს ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება. ამდენად - შეწყვიტეთ კანონმდებლობის მიღება, რომელიც ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. გააგრძელეთ კანონმდებლობის მიღება, რომელიც თავსებადია ევროკავშირთან. ეს არის გზა. და მეორე აშკარა ნაბიჯია - გააჩერეთ პროპაგანდის გიგანტური მანქანა, რომელიც ყოველ დღე, საქართველოს მოქალაქეებს უხსნის, როგორი საშინელია ევროპა, როგორი არამიმზიდველი, უსამართლო, ძალადობით სავსე, ცდილობს გადატრიალება მოაწყოს საქართველოში - ეს ყველაფერი სიცრუეა და შეუძლებელია იმ ორგანიზაციის წევრი გახდეთ, რომელსაც ყოველ დღე საშინელს უწოდებთ."- ამბობს ფიშერი.
0
0