-share.jpg)
ფინეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ფინელ მესაზღვრეებს უფლებას აძლევს არ შეუშვას ქვეყანაში რუსეთიდან ადამიანები, რომლებიც თავშესაფარს ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ფინეთის ხელისუფლებამ ასეთი ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასული წლის ზაფხულიდან რუსეთიდან ქვეყანაში 1 300 ადამიანზე მეტი შევიდა. ამის გამო ფინეთმა რუსეთი მიგრაციის იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა. ფინეთის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მოსკოვი ათობით მიგრანტს სირიიდან, სომალიდან და სხვა ქვეყნებიდან ახალისებს და ფინეთის საზღვრის კვეთისკენ მოუწოდებს. კრემლში აღნიშნულს უარყოფენ.
როგორც ფინეთის მემარჯვენე პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, აღნიშნული კანონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ის ადამიანის უფლებათა სფეროში საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.
0
0