
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ დაუშვა ვერსია, რომ ფინეთის განაცხადის განხილვა ნატო-ში გაწევრიანებაზე, შვედეთისგან დამოუკიდებლად მოხდეს. ამის შესახებ მან ფინურ მედიას განუცხადა.
ფინეთმა და შვედეთმა ალიანსში გაწევრიანების სურვილი ერთდროულად - მაისში გამოთქვეს, უკრაინაში ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. ნატოს წევრი 30 ქვეყნიდან მხოლოდ ორს არ აქვს რატიფიცირებული განაცხადები - უნგრეთსა და თურქეთს, რომლებმაც რამდენიმე პირობა წამოაყენეს. თუმცა, სტოკჰოლმში ყურანის დაწვის აქციის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთი აღარ უნდა ელოდოს თურქეთის მხარდაჭერას ნატოში გაწევრიანების საკითხში.
ჰაავისტოს თქმით, ფინეთის ერთ-ერთი ვარიანტია შვედეთან ერთად გააგრძელოს ალიანსისკენ სწრაფვა. კიდევ ერთი სავარაუდო ვარიანტია, რომ ფინეთს შესაძლოა მოუწიოს შვედეთთან ერტად ნატო-ში გაწევრიანების წინადადების გადახედვა, თუკი შვედეთის განაცხადი გადაიდო უფრო დიდი დროით“.
თუმცა, ჰაავისტოს თქმით, ჯერ ნაადრევია ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე პოზიციის დაფიქსირება. ორივე ქვეყნის ალიანსში შესვლის საკითხი თურქეთში არჩევნებამდე მაინც გადაიდება - ანუ მაისის შუა რიცხვებამდე.
0
0