
The Guardian-ის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა, 17 მაისს, ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან გამართულ ხანგრძლივ სატელეფონო საუბარზე და შემდგომ, 18 მაისს, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო ზარზე ისაუბრა.
ფინეთის პრეზიდენტის თქმით, ის ცდილობდა აშშ-ის პრეზიდენტისთვის დაემტკიცებინა, რომ რუსეთი აღარ არის დიდი ძალა, განსაკუთრებით, ეკონომიკური თვალსაზრისით.
„იტალიასთან შედარებით, რუსეთის ეკონომიკა სუსტია და მხოლოდ ოდნავ აღემატება ესპანეთის ეკონომიკას. სამი წლის წინ მას სურდა უკრაინის დამოუკიდებელი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უგულებელყოფა. 2025 წელს, რუსეთის ეკონომიკა ერთ პროცენტზე ნაკლებით გაიზარდა, მისი (ძირითადი) საპროცენტო განაკვეთი 20%-ს აჭარბებს და რეზერვები ამოწურულია. ტრამპის შეხედულებები გარკვეულწილად ახლოსაა 21-ე საუკუნესთან და დიდი სახელმწიფოების ეპოქასთან. ის უნდა დარწმუნდეს, რომ თავისუფალი ვაჭრობა და საერთო წესები უკეთესია, ვიდრე ,,შენ-ჩემთან’’, ,,მე-შენთან’’ შეთანხმებები.
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ევროპაში თავდაცვას სერიოზულად ვუყურებთ, რომ ჩვენ უსაფრთხოების უზრუნველმყოფები ვართ და არა მისი მომხმარებლები“, - თქვა სტაბმა.
The Guardian-ი აღნიშნავს, რომ სტაბი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპელ პოლიტიკოსთაგან, რომელთა აზრსაც ტრამპი ისმენს. ფინეთის პრეზიდენტმა აპრილში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს „მოთმინება ეწურება“ რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ფინეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აუცილებელია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე ზეწოლის გაძლიერება, რადგან „ერთადერთი, რაც მას ესმის, არის „ძალა“.
„მინდა ვთქვა, რომ არსებობს მიზეზი, რის გამოც ფინეთს ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი არმია ჰყავს და თავდაცვის გაძლიერება არ ნიშნავს, რომ შვედეთისგან რაიმე საფრთხეს მოველით“, - აღნიშნა სტაბმა.
0
0