ფინეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აშშ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ დატოვებს - „აშშ გააგრძელებს მუშაობას ნატო-ს ფორმატში, რადგან ეს მის ფუნდამენტურ ინტერესებში შედის“
A-
+A

ფინეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ აშშ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ დატოვებს, – ამის შესახებ ალექსანდრ სტუბმა ფინეთ-ლიეტუვის ბიზნესფორუმზე განაცხადა.
„აშშ გააგრძელებს მუშაობას ნატო-ს ფორმატში. რატომ? რადგან ეს მის ფუნდამენტურ ინტერესებში შედის. ამიტომ, მოდით, შევწყვიტოთ ამ თემაზე ფუჭი საუბარი“, – განაცხადა სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზები ვაშინგტონისთვის აუცილებელია საკუთარი ძალაუფლების გლობალურად წარმოსაჩენად.
„ამერიკას ევროპა სჭირდება. ამერიკული ბაზები ევროპაში, იქნება ეს რამშტაინში თუ სხვაგან, აუცილებელი პირობაა, რათა შეერთებულმა შტატებმა შეძლოს თავისი სამხედრო ძალის გლობალურად პროეცირება, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და აფრიკაში“, – აღნიშნა მან.
0
0
36
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%