
ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის შეფასებით, 20 აპრილი „კარგი დროა უკრაინაში, ყოველგვარი პირობების გარეშე, ცეცხლის სრული შეწყვეტისთვის.
როგორც Yle იუწყება, სტუბმა აღნიშნა, რომ ის ტრამპთან ერთან შვიდი საათის განმავლობაში განიხილავდა მთელ რიგ თემებს, მათ შორის, ნატოში უკრაინის გაწევრიანებას, ევროპის მიერ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღებას.
,,მოლაპარაკებების დროს ხაზგასმით ავღნიშნე, რომ ცეცხლის შეწყვეტის თარიღად 20 აპრილი შესაფერისი იქნება. რატომ 20 აპრილი? ეს იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ გვჭირდება ვადა, რომელიც ეფუძნება პრაქტიკულ, სიმბოლურ და პოლიტიკურ ფაქტორებს. ეს თარიღი აღდგომას ემთხვევა, რაც სიმბოლურია. ასევე 20 აპრილს, დონალდ ტრამპის თანამდებობაზე დანიშვნიდან სამი თვე სრულდება. ვხედავ ტრამპის მზარდ იმედგაცრუებას რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეფერხების გამო. [ტრამპი] საკმაოდ მოუთმენელია რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით და გაღიზიანებულია ცეცხლის შეწყვეტის გაჭიანურების გამო. მე შევეცადე ამეხსნა, რომ ეს სრულიად ჩვეულებრივი რუსული საქციელია. ჯერ რაღაცაზე მოლაპარაკებას ვაწარმოებთ - შემდეგ კი პირობები კიდევ ერთხელ იცვლება", - დასძინა სტუბმა.
0
0