12/11/2021
10:32
მსოფლიო
სერგეი სვეტნოი, რომელიც ჰაჩინსის მეგობარია, ბოლდუინსა და გადამღები ჯგუფის წევრებს [რომლებიც გადაღებისას გამოყენებული იარაღის უსაფრთხოებაზე აგებდნენ პასუხს] დაუდევრობაში ადანაშაულებს, და ამტკიცებს, რომ მსახიობის მიერ გასროლილი ტყვია კინაღამ მასაც მოხვდა.
სარჩელში მოპასუხემხარეეები არიან მსახიობი ალეკ ბოლდუინი, რომელმაც ჰატჩინსს ესროლა, რეჟისორის ასისტენტი დეივ გოლსი, რომელმაც ბოლდუინს იარაღი გადასცა და ჰანა გუტიერეშ-რიდი, რომელიც რეკვიზიტზე იყო პასუხისმგებელი.
ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე, სერგეი სვეტნოიმ განაცხადა, რომ საბედისწერო სროლამდე რამდენიმე დღით ადრე, ჭუჭყში უყურადღებოდ დატოვებული იარაღი დაინახა და დასძინა, რომ მან გადამღები ჯგუფის რეკვიზიტზე პასუხისმგებელი წევრები ამის შესახებ გააფრთხილა კიდეც.
რეჟისორის ასისტენტმა, დეივ ჰოლსმა, გამომძიებლებს განუცხადა, რომ მან არ გადაამოწმა ცეცხლსასროლი იარაღის ყველა ვაზნა, სანამ მას ბოლდუინს გადასცემდა.
ვესტერნის ჟანრის ფილმის „ჟანგის“ გადასაღებ მოედანზე სროლისას დაშავდა რეჟისორიც.
ხელისუფლება ჯერ კიდევ იძიებს ნიუ-მექსიკოში 21 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტს. ბრალდება ამ დრომდე არავისთვის წაუყენებიათ.
0
0