
„ბარბის“ დიზაინერის სარა გრინვუდის განცხადებით, ფილმ "ბარბის" გადაღებებს იმდენად დიდი რაოდენობის ვარდისფერი საღებავი დასჭირდა, რომ პროდუქტის გლობალური დეფიციტი შეიქმნა.
"მსოფლიოში ვარდისფერი საღებავი ამოიწურა. "ბარბის ოცნების სახლის“ მშენებლობას Rosco-ს [საღებავების კომპანია] ფლუორესცენტური ვარდისფერი საღებავის უდიდესი რაოდენობა დასჭირდა", - აღნიშნა სარა გრინვუდმა ჟურნალ Architectural Digest-თან ინტერვიუში.
გრეტა გერვიგმა, რომელიც ნოა ბაუმბახთან ერთად სცენარის თანაავტორია, Architectural Digest-ს განუცხადა, რომ ფილმში ასახული ბარბის სამყაროსთვის ვარდისფერი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო.
”ფილმში საკულტო თოჯინისთვის დამახასიათებელი „ბავშვურობის” შენარჩუნება უმთავრესი იყო. მინდოდა, რომ ვარდისფერი კაშკაშა და თითქმის ზედმეტი დოზითაც ყოფილიყო გამოყენებული. „ბარბის ოცნების სახლის“ ალტერნატიული სამყარო ზედმიწევნით შეიქმნა“, - თქვა გრეტა გერვიგმა.
საღებავების კომპანია Rosco-ს ციფრული მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა ლორენ პრადმა CNN-ს დაუდასტურა, რომ დიზაინრებმა ფილმის გადაღებებისთვის დიდი რაოდენობის ვარდისფერი საღებავი გამოიყენეს, თუმცა დასძინა, რომ პროდუქტის დეფიციტი სხვა ფაქტორებმაც გამოიწვია.
„“ბარბის სამყარო“ იმ დროს იქმნებოდა, როდესაც [ტეხასში COVID-19-ით გამოწვეული უამინდობის გამო] ჩვენ ჯერ კიდევ განვიცდიდით გლობალური მიწოდების ჯაჭვის პრობლემებს, ამიტომ საღებავის წარმოება განსაკუთრებით შეფერხდა. რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ფილმი საკმარისი რაოდენობის ვარდისფერი საღებავით მოგვემარაგებინა, მათ ჩვენი მარაგი მთლიანად ამოწურეს. მოუთმენლად ველით „ვარდისფერი“ ფილმის პრემიერას!” - თქვა ლორენ პრადმა.
გრეტა გერვიგის ახალი ფილმის პრემიერა 21 ივლისს დაიგეგმა. ფილმში მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ.
0
0
გორში 80 წლამდე კაცი მოკლეს
10/03/2025