ფილმის პრემიერაზე, რომელზეც ჰოლივუდის ვარსკვლავები ჰენრი კევილი და სამუელ ელ ჯექსონი იმყოფებოდნენ, მედიის მთლიანი ყურადღება გერმანელი ტოპ-მოდელის კლაუდია შიფერის კატამ მიიპყრო.
დუა ლიპა, სემ როკველი, ბრაიან კრენსტონი და ბრაის დალას ჰაუარდი იმ ვარსკვლავებს შორის იყვნენ, რომლებიც ლონდონის ლესტერის მოედანზე ჯაშუშური ფილმის „არგაილის“ [Argylle] პრემიერას ესწრებოდნენ. შიფერი მოედანზე ცხოველის გადასაყვან ზურგჩანთაში ჩასმულ კატა ,,ჩიპისთან’’ ერთად მივიდა.
ფილმის პრემიერაზე ასევე იმყოფებოდნენ სხვა ვარსკვლავები: ჯონ სენა, არიანა დებოზი, სოფია ბუტელა, რობ დელანი, ჯინ ლუსი, მეთიუ ვონი.
ფილმის რეჟისორი მეთიუ ვონია, რომელიც 2002 წლიდან კლაუდია შიფერზეა დაქორწინებული. ფილმი დიდ ბრიტანეთში მომავალ თვეში გამოვა. ფილმში ტოპ-მოდელის კატა ,,ჩიპი“ ,,ალფის“ როლს ასრულებს - კატის, რომელიც ჯაშუშ რომანისტ ელის ეკუთვნის. ელის როლში კი ბრაის დალას ჰაუარდია. ელი და მისი კატა გატაცებას გადაურჩებიან მას შემდეგ, რაც რომანისტი თავის წიგნებში არალეგალური დაჯგუფების ბოროტულ საქმიანობას ასახავს.
0
0