
ფილიპინების დედაქალაქ მანილას მახლობლად მდებარე ვულკან ტაალიდან გოგირდის დიოქსიდი და ვულკანური სმოგი ამოიფრქვა, რის გამოც ხელისუფლებამ ხუთ ქალაქში სკოლები დახურა და ათეულობით პროვინციაში მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
ფილიპინების ვულკანოლოგიისა და სეისმოლოგიის სახელმწიფო ინსტიტუტის განცხადებით, ტაალის კრატერულ ტბაში ვულკანური სითხეების მოცულობა გაიზარდა, რამაც გამოიწვია ვულკანური აირების გამოყოფა. ხუთბალიანი შკალის მიხედვით, მეტეოროლოგებმა განაცხადეს, რომ "ვულკანური ამოფრქვევისა და ორთქლისა და გაზის აქტივობის უმნიშვნელო ზრდა დაფიქსირდა".
”მივიღეთ შეტყობინებები ბატანგასის პროვინციაში რესპირატორული დაავადებების გავრცელების შესახებ, რაც ვულკანური სმოგის ინტოქსიკაციამ გამოიწვია,” - განაცხადა სამხრეთ მანილას სამოქალაქო თავდაცვითი ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელმა რენდი დელა პაზმამ.
ვულკანური სმოგი წვრილი წვეთებისგან შედგება და ასევე შეიცავს ვულკანურ გაზს, როგორიცაა გოგირდი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალების, ყელის და სასუნთქი გზების გაღიზიანება.
ფილიპინები წყნარი ოკეანის "ცეცხლის სარტყელში" მდებარეობს, სადაც ვულკანური აქტივობა და მიწისძვრები ხშირია.
311-მეტრიანი ტაალი, რომელიც, მანილას მახლობლად, ბატანგასის პროვინციაში მდებარეობს, ფილიპინების 24 ვულკანიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია.
2020 წლის იანვარში, ვულკანიდან ფერფლისა და ორთქლის სვეტი 15 კმ-მდე ამოიფრქვა, რის შედეგადაც 100 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება გახდა საჭრო და ათობით ფრენა გაუქმდა.
0
0