-share.jpg)
BBC-ს ინფორმაციით, ჩრდილო-აღმოსავლეთ ფილიპინებში 13,000-მდე ადამიანია ევაკუირებული, რადგან ქვეყნის ყველაზე ცნობილი ვულკანი მაიონი ამოიფრქვა. ექვსი კილომეტრის რადიუსში მცხოვრები ადამიანები თავშესაფრებში გაიქცნენ. ევაკუირებულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს. „სრულყოფილი“ კონუსური ფორმით ცნობილმა ვულკანმა მაიონმა ამოფრქვევა გასულ კვირას დაიწყო.
როგორც მეცნიერები პროგნოზირებენ, ვულკანი მაიონი კრატერიდან ამოფრქვევას გააგრძელებს, თუმცა ნელი ტემპით. მათივე თქმით, „არსებობს კრატერიდან ვულკანური გაზებისა და ქანების სწრაფად მოძრავი დინების საშიშროება. ამ დინების გადალახვა რთული იქნება.“
მაიონი მდებარეობს სამიწათმოქმედო ნახევარკუნძულზე - ბიკოლის რეგიონში. მაიონი ფილიპინების 24 აქტიურ ვულკანს შორისაა. 1814 წელს ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, 1200 ადამიანი დაიღუპა და განადგურდა მთელი ქალაქი. 2013 და 2018 წლებში, ამოფრქვევამ შედარებით ნაკლები მსხვერპლი გამოიწვია.
0
0