20/12/2021
10:36
მსოფლიო
ზარალის მასშტაბის დადგენას რიგ რაიონებთან კომუნიკაციის შეწყვეტა ართულებს. წინასწარი პროგნოზით, მეწყერსა და წყალდიდობას, შესაძლოა, მეტი ადამიანი ემსხვერპლოს.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ფედერაციის საგანგებო მიმართვის შესაბამისად, გრძელვადიანი დახმარების უზრუნველყოფის დასაფინანსებლად საჭიროა 20 მილიონი შვეიცარიული ფრანკის (16 მილიონი ფუნტი; 22 მილიონი დოლარი) გამოყოფა.
როგორც ფილიპინების წითელი ჯვრის თავმჯდომარემ, რიჩარდ გორდონმა, განაცხადა, „დანგრეულია სახლები, საავადმყოფოები, სკოლები და საზოგადოებრივი შენობები. მოხალისეები ადგილზე მუშაობენ და სასწრაფო დახმარებას უწევენ ადამიანებს, რომლებიც უსახლკაროდ დარჩნენ.“
ტაიფუნის შედეგად, ყველაზე მეტად სიარგაოს, დინაგატისა და მინდანაოს კუნძულები დაზარალდა.
ფილიპინებს, მსგავსი ქარიშხალი, სახელად ტაიფუნი ჰაიანი, 2013 წელს დაატყდა თავს, რასაც 6000-ზე მეტი ემსხვერპლა. ფილიპინებში, ყოველწლიურად, საშუალოდ 20 ქარიშხალი და ტაიფუნი მძვინვარებს.
მეცნიერები დიდი ხანია ფიქრობენ, რომ გლობალური ტემპერატურის მატება, რომელიც განპირობებულია ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებით, ტაიფუნებს აძლიერებს.
0
0