ფილიპინებში ქარიშხალ „ნალგას“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 98-მდე გაიზარდა
31/10/2022
12:28
მსოფლიო
A-
+A
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყანას ტროპიკული ქარიშხალი „ნალგა“ დაატყდა თავს, რომელსაც, სულ მცირე, 98 ადამიანი ემსხვერპლა.
ფილიპინების პრეზიდენტი ფერდინანდ მარკოს უმცროსი წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში საჰაერო ინსპექტირებას გეგმავს.
ფილიპინების კატასტროფების სააგენტოს ინფორმაციით, დაღუპულთა ნახევარზე მეტი ბანგსამოროს სამხრეთ ავტონომიურ რეგიონში დაფიქსირდა. ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად, ინფრასტრუქტურული ზარალი $13 მილიონამდე განისაზღვრა.
ქარიშხალი „ნალგა“, სავარაუდოდ, ორშაბათს, ფილიპინებიდან სამხრეთ ჩინეთისკენ გადაინაცვლებს. ფილიპინებში, ყოველწლიურად, საშუალოდ, 20 ტროპიკული ქარიშხალი ფიქსირდება. ხშირ მეწყრებსა და წყალდიდობებს, ნაწილობრივ, ტროპიკული ციკლონების მზარდი ინტენსივობა იწვევს.
0
0
244
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%