
ფილარმონიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.
მარშის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ბანერი წარწერით - "თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს!”.
თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ მზია ამაღლობელის მხარდამჭერები, კოლეგები, მეგობრები, რომლებიც დღეს, ბათუმში იმყოფებოდნენ, მაშინ, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს თავისუფლების 2 წლის ვადით აღკვეთის განაჩენი გამოუტანა.
გარდა ამისა, მსვლელობაში მონაწილეობენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც რუსთაველზე მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირდა.
კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია ჯარიმა, შინაპატიმრობა 2 წლამდე ვადით და ასევე თავისუფლების აღკვეთა 2-დან 6 წლამდე ვადით.
მოსამართლემ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
0
0