03/12/2022
12:27
სპორტი
ურუგვაის მთავარმა მწვრთნელმა დიეგო ალონსომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფში მისი გუნდის ბოლო მატჩში განასთან მოგებასა (2:0) და ტურნირიდან გამოვარდნის შესახებ ისაუბრა.
„გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ მომდევნო ეტაპზე გასულიყო. იყო ნამდვილი ფეხბურთი, საბრძოლო განწყობა, კარგი თამაში, გოლები, ბევრი საგოლე შანსი, მაგრამ ეს არის ფეხბურთი. ჩვენ სახლში ცუდ ხასიათზე ვბრუნდებით.
რაც შეგვეძლო, მაქსიმალური გავაკეთეთ. ფიფა-მ განაცხადა, რომ პორტუგალიამ გოლი არასწორად დანიშნული პენალტით გაიტანა. ამის მტკიცებულება არსებობს, მაგრამ ახლა არ არის საჭირო თავი მართლება“, – განაცხადა დიეგო ალონსომ.
ურუგვაის ეროვნულმა გუნდმა მესამე ტურში განას ნაკრები დაამარცხა (2:0), თუმცა ჯგუფიდან ვერ გავიდა და მესამე ადგილი დაიკავა, რადგან ჯგუფის მეორე მატჩში სამხრეთ კორეის ნაკრებმა მათ მეტი გატანილი გოლით გადაასწრო.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
0
0